ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს გიორგი გაჩეჩილაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

 აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. გიორგი გაჩეჩილაძე თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

 პროცესზე თავად ბრალდების მხარემ დაყენა შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით არა საპატიმრო ღონისძიება, არამედ, გირაო შეეფარდებინათ.

დაცვის მხარისთვის ბრალდების შუამდგომლობა მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პროკურატურა თავად ითხოვს არასაპატიმრო ღონისძიებას შეფარდებას.

ამასან , დაცავის მხარე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და იგი სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი გირაოს გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ.

"ჩვენი შუამდგომლობა არ განხილულა საერთოდ, რადგან თავად პროკურატურამ იშუამდგომლა არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება, ანუ გიროას გამოყენება და მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა" - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

სასამართლო პროცესს ლევან გაჩეჩილაძის მეგობრები, მსახიობები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებიც აპირებდნენ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართათ და თავდებად დასდგომოდნენ გიორგი გაჩეჩილაძეს.

 საგულისხმოა, რომ პირველად 4 წლიანი პაუზის შემდეგ სასამართლო დარბაზში ტელეკმარებს გადაღების საშუალება მისცეს.

ეს გადაწყვეტილება სასამართლომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

 ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გაგა გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს დააკავა.

 საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.