ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნორვეგიის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნორვეგიის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა ციხელაშვილმა ნორვეგიის მეფეს ჰარალდ V-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრადიციული ცერემონიის შემდეგ, ელჩის მის უდიდებულესობასთან პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში.

საგარეო უწყების ცნობით, მეფე, თავის მხრივ, მიესალმა 2012 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ასევე, საუბარი შეეხო, საქართველოს ისტორიას, მის კულტურასა და ტრადიციებს, მრავალფეროვან ბუნებას, ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.

შეხვედრის დასასრულს, მისმა უდიდებულესობამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნის უდიდეს მნიშვნელობას და საქართველოს ელჩს და მთლიანად საელჩოს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა.