ლევან აბურჯანია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

ლევან აბურჯანია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ლევან აბურჯანია საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას აცხადებს.

რუსთავში მდებარე #16 სასჯელაღსრულების დირექტორის საქმე, რომლის გადაყენების მოთხოვნითაც პატიმართა მშობლები ხელმოწერებს აგროვებდნენ, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გადაგზავნას გეგმავენ, მთავარ პროკურატურას კი, უკვე გადეცეა .

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხის უფროსის საქმეების გამოძიებისათვის, რომელსაც პატიმრები ძალადობაში ადანანაშულებენ , მთავარ პროკურატურას თავად მიმართა, თუმცა დანაშაულის დამტკიცებამდე, მის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენებაზე უარი განაცხადა.

"გამოსული იყო გენინსპექციის უფროსი  თანამშრომლებთან ერთად, ჩვეულებრივ დამკითხეს და გენინსპექციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებული აქვს. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა ვაცხადებ. არაფერი ძნელი გასარკვევი აქ არაა", - განაცხადა ლევან აბურჯანიამ.