ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა მაკავშირებს

ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა მაკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა აკავშირებს.

ასე უპასუხა აბაშიძემ კარასინის გუშინდელი განცხადების და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.

"ახლა მთავარია, დაველოდოთ ჩვენს ინიციატივას რუსეთის მხრიდან როგორი საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ჩვენი გადაწყვეტილება რუსეთში შესაბამისი დიპლომატიური არხით გაიგზავნება. ჩვენი სურვილია მათი მხრიდან იყოს დადებითი რეაქცია და თუ ეს მართლაც ასე იქნება, ამის შემდეგ დავეკონტაქტებით , ჩამოვყალიბდებით ფორმატზე თუ როგორ დავიწყოთ მუშაობა, შევხვდებით თუ არა, რაზე ვისუბრებთ და როდის" - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა , რომ გრიგორი კარასინი გამოცდილი დიპლომატია.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან უკვე გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა, დღეს კი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება.