ირაკლი ღარიბაშვილი: შსს-ს ბიუჯეტის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა

ირაკლი ღარიბაშვილი: შსს-ს ბიუჯეტის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს-ს ბიუჯეტის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი,  იუსტიციის სამინისტროს დაევალა, სახსრები შედარებით პატარა სამინისტროებს გადაუნაწილოს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ თავისი ბიუჯეტი შეამცირა და სხვადასხვა დიდ სამინისტროებსაც ამისკენ მოუწოდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრები თავიანთი უწყებების ბიუჯეტის შემცირების საკითხს განიხილავენ.