ამერიკელების მიერ ძებნილი ტერორისტი დაზარალებულ ამერიკელებს 10 მილიონით დახმარებას ჰპირდება

ამერიკელების მიერ ძებნილი ტერორისტი დაზარალებულ ამერიკელებს 10 მილიონით დახმარებას ჰპირდება

პაკისტანის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ჯამათ უდ-დავას“ ლიდერი ჰაფიზ მუჰამედ საიდი, რომლის დასაჭერადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარი დააწესა, ქარიშხალ „სენდის“ შედეგების ლიკვიდაციაში ამერიკელების დახმარების სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ის დაზარალებულებს 10 მილიონი დოლარით დაეხმარება.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკა საიდს ქალაქ მუმბაიში განხორციელებული ტერორისტული აქტების ორგანიზატორად მიიჩნევს, რომელსაც 170 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ექვსი ამერიკის მოქალაქე გახლდათ.

„ჩვენ გულწრფელად  ვთავაზობთ ამერიკელებს და ქარიშხლისგან დაზარალებულებს ჩვენს დახმარებას. თუ ამერიკა ნებას დაგვრთავს, ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში გავაგზავნით იქ ექიმებს, მაშველებს, საკვებს, მედიკამენტებს“,-აცხადებს