ჭიათურის მაღაროს გაფიცული  მუშები პრეზიდენტის რეზიდენციასთან  აქციას მართავენ

ჭიათურის მაღაროს გაფიცული მუშები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ჭიათურის მაღაროს გაფიცული მაღაროელები საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ. ისინი ავლაბრის რეზიდენციასთან აქციის გამართვასა და ამ ფორმით ქვეყნის პირველი პირისთვის ხმის მიწვდენას აპირებენ.

მაღაროელების განცხადებით, ის,  რომ მაღაროს ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და უგულებელყოფს მუშების გაფიცვას, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებაა.

შესაბამისად, ისინი ახლა პასუხს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისგან მოითხოვენ.

მუშები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მათი დამქირავებლის და იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც წესით მაღაროს ადმინისტრაციას მათთან უნდა გაეფორმებინა.

აქციას „სოციალ-დემოკრატიული პარტია“  და სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის წევრები შეუერთდნენ.