აქციის მონაწილეები  ფოთის მერად  დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვენ

აქციის მონაწილეები ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვენ

კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ფოთის მერიის წინ  საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  ფოთის მერად გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენლის დავით სარსანიას დანიშვნას ითხოვდნენ.  აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დღევ,ანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი უფრო ფართო მასშტაბიანი აქციების გამართვას აპირებენ. შეკრებილები აღნიშნავენ, რომ ისინი არ დაუშვებენ შეთქმულების საფუძველზე დაინიშნოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

“ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ,ჩვენ ამ აქციას ვაძლევთ საკრებულოზე ზეწოლის კვალიფიკაციას” - აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარე კახა გუგუჩია.