ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ ქმედებებს ძალაუფლების უზურპაციად აფასებს

ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ ქმედებებს ძალაუფლების უზურპაციად აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი „ქართულ ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობს.

 ბეჟაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  ფოთის, საგარეჯოსა და რუსთავის საკრებულოებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებულ  შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აიძულებენ  მერებისა და გამგებლების პოსტებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატურები აირჩიონ.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ფოთში მერის პოსტზე ვინმე სართანიას, ხოლო საგარეჯოში გამგებლის თანამდებობაზე ვინმე ლოლაძის კანდიდატურებს უჭერს მხარს.

ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციის მხრიდან ადგილი აქვს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების ნიველირებას და რეაგირების თხოვნით სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

„ეს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ძალაუფლების უზურპაციად უნდა შეფასდეს. მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობითი ორგანოები ოთხი წლის ვადით არიან არჩეულნი და ვითხოვთ, რომ მათ კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედების საშუალება მიეცეთ. ძალადობის ფაქტებს ისიც ამძაფრებს, რომ ამ პროცესში კონკრეტული რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები არიან ჩართული“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.