დავით დარახველიძე:  მინდა ვთხოვო, მოვუწოდო მათ, რომ ასეთ ქმედებებს  ნუ გააგრძელებენ

დავით დარახველიძე: მინდა ვთხოვო, მოვუწოდო მათ, რომ ასეთ ქმედებებს ნუ გააგრძელებენ

 დევნილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 46 ობიექტზე 1600-მდე  დევნილია შეჭრილი.

დარახველიძის თქმით, მათო ოჯახური მდგომარეობის დასადგენად მათთანაც  მუშაობს შესაბამისი კომისია, თუმცა მისი თქმით, ასევე დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები, რადგან უშუალოდ დევნილები აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა პირებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ გამოვლენილნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დევნილთა მხრიდან ამ ტიპის ქმედებებს ორგანიზებას უწევენ.

„რასაც ისინი აკეთებენ, ეს გამოსავალი არაა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი ქმედებებია. მყისიერად ეს პრობლემები ვერ მოგვარდება,  ამიტომ მინდა ვთხოვო, მოვუწოდო მათ, რომ ასეთ ქმედებებს  ნუ გააგრძელებენ“, - განაცხადა დარახველიძემ.