ელისო კილაძე: ბედუკაძის ოჯახს თურქეთში ფინანსურად ვანო ჩხარტიშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი ეხმარებოდნენ

ელისო კილაძე: ბედუკაძის ოჯახს თურქეთში ფინანსურად ვანო ჩხარტიშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი ეხმარებოდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარის ელისო კილაძის განცხადებით, ამჟამად ბელგიაში მყოფი ლადო ბედუკაძე ახალი  შს  მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან მისი ოჯახისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.

ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმსის“ პრესკლუბში დღეს ელისო კილაძემ განაცხადა.

კილაძის განცხადებით, ლადო ბედუკაძის ოჯახს, მისი პოლიტიკური სტატუსის გარკვევამდე საქართველოში ყოფნა სურს,  ხოლო ამის შემდეგ ისინი ბედუკაძესთან ბელგიაში წასვლას აპირებენ.

 „როგორც კი ის პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს ამბობს რომ ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას მიაწვდის ქართულ საზოგადოებას. რა იქნება ეს ინფორმაცია მე არ ვიცი“,- განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძის განცხადებით, ლადო ბედუკაძის ოჯახს თურქეთში, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ციხის კადრების გავრცელების შემდეგ წავიდა,  ფინანსურად ვანო ჩხარტიშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი ეხმარებოდა.