ანგელა მერკელის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს

ანგელა მერკელის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მომავალშიც უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.  

„საქართველოს მომავალშიც შეუძლია ჰქონდეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერის იმედი დემოკრატიის შემდგომი გამყარების, საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის, რეგიონში სამეზობლო ურთიერთობების განვითარებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“ – ნათქვამია ანგელა მერკელის წერილში.