პრობაციონერებმა  საქმეების გადახედვის მოთხოვნით სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეიდან უნდა მიმართონ

პრობაციონერებმა საქმეების გადახედვის მოთხოვნით სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეიდან უნდა მიმართონ

პრობაციონერებმა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეიდან უნდა მიმართონ.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის  სოზარ სუბარის განცხადებით,  ცალკე კომისია შეიკრიბება, რომელიც აღნიშნულზე მუშაობას დაიწყებს.

სუბარის განმარტებით, სამინისტროს იმ პრობაციონერებმა უნდა მიმართონ, რომელთაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ.

სუბარი პირობას დებს, რომ კომისია მაქსიმალურად დატვირთვით იმუშავებს და ბევრი პრობაციონერი სასჯელისგან გათავისფულდება.