ამერიკა ქარიშხალ „სენდის“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის

ამერიკა ქარიშხალ „სენდის“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის

დაახლოებით 50 ადამიანზე მეტი გარდაცვლილი,ათობით დაშავებული,  ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩენილი და უამრავი შენობა დანგრეული. მილიონი ადამიანი ამერიკაში ამ წუთებშიც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზა პარალიზებულია, შეჩერებულია აეროპორტებიც.

მარტო ნიუ-იორკში 18 ადამიანია გარდაცვლილი. 4 მეტრი სიმაღლის ტალღებმა მანჰეტენამდეც მიაღწია და მეტროს სადგურები და გვირაბები დატბორა. დაკეტილია მაღაზიები, რამდენიმე საავადმყოფოდან ელექტრონერგიის გათიშვის შედეგად, მძიმე ავადმყოფების ევაკუაციაც გახდა აუცილებელი.

„ნიუ-იორკის მეტრო უკვე 108 წლისაა და ჩვენ ასეთ პრობლემას პირველად წავაწყდით, პირველად შევეჯახეთ ასეთ დამანგრეველ სტიქიას“,-განაცხადა ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს უფროსმა ჯოზეფ ლოტმა.

ქარიშხალმა ნიუ-იორკის ბირჟაც კი დაკეტა, რომელიც 1888 წლიდან შეუჩერებლად მუშაობს. დღეს ნიუ-იორკის საფონდი ბირჟის და Nasdaq-ის გახსნას ელოდებიან.

ექსპერტთა გამოთვლებით, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალი 30-40 მილიარდ დოლარს შეადგენს.