ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ის მხოლოდ ერთადერთ საკითხზე ისაუბრებს - უწყებისთვის იურიდიული მისამართის შეცვლაზე.
„ჩვენ ვისაუბრებთ იურიდიული მისამართის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ვიცით, ჩვენი სამინისტრო იუსტიციის სახლში გადავიდა“, - განაცხადა კალაძემ.