დავით სერგეენკო:მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებსა და დევნილებზე ვისაუბრებ

დავით სერგეენკო:მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებსა და დევნილებზე ვისაუბრებ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პირადად ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირველი რიგის საჭიროებების უზრუნველყოფაზე და იმაზე  ისაუბრებს, თუ რითი შეიძლება დაეხმარონ დევნილებს, რომლებიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებებში შეიჭრნენ.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის იმ მიმდინარე პრიორიტეტული საკითხების მონიტორინგი, რომელიც   გუშინწინდელ შეხვედრაზე დაისახა. პრიორიტეტები უცვლელი რჩება,  ესაა მიმდინარე პროექტების შენარჩუნება და ეფექტური მართვა,  ესაა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროტესტის მართვა“, - განაცხადა სერგეენკომ.