სოზარ სუბარი: ნუ ეცდებიან გარკვეული ადამიანები გარედან სიტუაციის პროვოცირებას

სოზარ სუბარი: ნუ ეცდებიან გარკვეული ადამიანები გარედან სიტუაციის პროვოცირებას

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარი განცხადებით, სამინისტროში ამოქმედებული ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

„მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 1100 ზარი და განცხადება  შემოვიდა. ეს ზარები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი პრობლემა დაგროვდა სასჯელაღსრულების სისტემაში“,-განაცხადა მინისტრმა.

სოზარ სუბარმა რუსთავის კოლონიებში არსებულ მღელვარებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნუ შეეცდებიან გარედან გარკვეული ადამიანები სიტუაციის პროვოცირებას.

„გუშინ გარკვეული გაუგებრობები იყო რუსთავის #1  და #2 კოლონიებში. იქ პატარა მღელვარებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჩავედით და დავაწყნარეთ. ერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას-ნუ ეცდებიან პროვოცირებას გარედან გარკვეული ადამიანები. ზოგიერთი, მაგალითად, მშობელი შეიძლება ძალიან კეთილი გულით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ყველას უფლებები, ღირსება და პატივი დაცული იყოს“,-განაცხადა სუბარმა.