ლევან ყიფიანი: მთავრობის სხდომაზე სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ

ლევან ყიფიანი: მთავრობის სხდომაზე სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ

 სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

„პირველ რიგში განვიხილავთ მოადგილეების დამტკიცების საკითხს. ასევე, წლის ბოლოა და ის საკითხები იქნება განხილული, რომლებიც საჭიროა წლის კარგად ჩამთავრებისთვის.  ეს საკითხი შეეხება სპორტის აკადემიასაც. მოგეხსენებათ, რომ ეს აკადემია აღარ ფუნქციონირებს და მის აღდგენაზეა საუბარი“, - განაცხადა  ყიფიანმა.