დავით ნარმანია: მთავრობის სხდომაზე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის საკითხსაც განვიხილავთ

დავით ნარმანია: მთავრობის სხდომაზე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის საკითხსაც განვიხილავთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით,  მთავრობის სხდომაზე იგი ყურადღებას ორ ძირითად საკითხზე გაამახვილებს.

 „პირველი - კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით იქნება,  ამაზე ორშაბათის მოსამზადებელ სხდომაზე დავალება მივიღე და უკვე მაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა მდგომარეობაა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. მეორე საკითხი - მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს განახლებას შეეხებაა, რაც მთავრობის ცვლილებასთან ერთად ავტომატურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.