ნატოსა და ევროკავშირის სამთავრობო კომისიებში ცვლილებები იგეგმება

ნატოსა და ევროკავშირის სამთავრობო კომისიებში ცვლილებები იგეგმება

ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე  ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის სამთავრობო კომისიებში ცვლილებების საკითხებსაც განიხილავენ . ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

რაც შეეხება მის უწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს პეტრიაშვილის განცხადებით, საუბარი კომისიებში ცვლილებებსაც შეეხება 
„მნიშვნელოვანია, რომ დროულად და შეუფერხებლად გაგრძელდეს მუშაობა როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის მიმართულებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით,  მომავალში იგეგმება სერიოზული ვიზიტები როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერი იყოს წესრიგში. 
ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.