მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს მუშაობა შეზღუდულ რეჟიმში უწევთ

მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს მუშაობა შეზღუდულ რეჟიმში უწევთ

პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა იმართება.

შეხვედრა მე-12 სართულზე მიმდინარეობს.

მთავრობის სხდომაზე კადრების გადასაღებად მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები დაუშვეს.

შესაბამისად, მედიისთვის ის პირობებია შენარჩუნებული, რაც ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ შემოიღეს - ჟურნალისტებს კანცელარიის მხოლოდ მესამე სართულზე უშვებენ.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური პირობას დებს, რომ  ვითარება გამოსწორდება.