რუსული ჯგუფი „Serebro”-ს სექსუალური გოგონები, კონცერტს ქართულ სცენაზე გამართავენ (VIDEO)

რუსული ჯგუფი „Serebro”-ს სექსუალური გოგონები, კონცერტს ქართულ სცენაზე გამართავენ (VIDEO)

ერთ-ერთი, ყველაზე სექსუალური იმიჯის მქონე რუსული პოპ-როკ ჯგუფი „Serebro” ნოემბრის თვეში საქართველოს ეწვევა და ქართველი მსმენელისთვის  შოუს კლუბ „ტრიუმფში“ გამართავს. გოგონებმა არაერთი ქვეყანა მოიარეს, ისინი მსმენელს თავს ყოველთვის ხმაურიანი გამოსვლებითა და სკანდალებით ამახსოვრებენ. ვნახოთ, რას გვიმზადებს საქართველოში 2007 წელს შექმნილი რუსული ჯგუფი.

„Serebro” თბილისში 21 ნოემბერს 9 კაციანი შემადგენლობით, კომპანია ,,Black Pearl’’-ის დაკევთით  ჩამოვა.  კონცერტი კლუბ „ტრიუმფში“ 22 ნოემბერს  9 საათზე გაიხსნება, მას DJ გახსნის,  10 საათზე კი, ჯგუფის გამოსვლა იგეგმება

„Serebro“-ს ორი ალბომი უკვე გამოშვებული აქვს. მათი პოპულარობა ბოლო ვიდეოკლიპმა „Mama Luba” ერთიანად გაზარდა.  ცნობილია, რომ ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის  სიმღერებს ახალი ალბომიდან გააჟღერებს, გარდა ამისა ყველა სიმღერა ცოცხლად შესრულდება.

ბილეთის მინიმალური ფასი 60 ლარია.