ახალ პარლამენტში თაგვებს „ებრძვიან“

ახალ პარლამენტში თაგვებს „ებრძვიან“

ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში თაგვები მომრავლდა.

 From.ge-მ მღრღნელების განსაკუთრებული სიმრავლე საკანონმდებლო ორგანოს მე-4 სართულზე არსებულ აივანზე დააფიქსირა, სადაც ყვავილებისთვის განკუთვნილი ცარიელი ლარნაკებია განთავსებული.

 აღნიშნული სართულის გარდა, თაგვები ე.წ. ადმინისტრაციულ შენობაშიც ფიქსირდება, სადაც შუშის კედლების კუთხეებში, მღრღნელების საწინააღმდეგო წამლებია დაყრილი.

 აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებმა თაგვი გასულ სასესიო კვირას, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც დააფიქსირეს.