მსოფლიოში ყველაზე ჭარბმთმიანი გოგონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა(VIDEO)

მსოფლიოში ყველაზე ჭარბმთმიანი გოგონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა(VIDEO)

11 წლის გოგონა ბანგკოკის გარეუბნიდან გინესის რეკორდების წიგნში მისი განსხვავებულობის გამო აღმოჩნდა. სუპატრა სასუპფანი ხან თანაგრძნობის, ხან კი დაცინვის ობიექტი ხდება, ის ზოგს ეცოდება, ზოგი კი საშინელებათა ფილმის გმირს ადარებს.

საქმე იმაშია, რომ გოგონას მთელი სახე, ყურები, ხელები ფეხები და ზურგი თმით აქვს დაფარული. უხეში ბალანი მის სხეულს მთლიანადაა მოდებული, რაც გოგონას მგლის შეხედულებას აძლევს და მართლა საშინელებათა ფილმის გმირს მოგვაგონებს.

რაც არ უნდა უცნაური იყოს სუპატრას მოსწონს თავისი ვიზუალურობა და ამაყობს ამ გამორჩეულობით. უხარია, რომ  პოპულარულია და გინესის რეკორდების წიგნში  შევიდა, როგორც „ყველაზე ჭარბთმიანი გოგონა მსოფლიოში“ .

 „მე ბედნიერი ვარ, რომ რეკორდების წიგნში მოვხვდი,  ადამიანებს ამისთვის ბევრი შრომა უწევთ. მე მხოლოდ რამდენიმე კითხვა დამისვეს და მორჩა“- ამბობს გოგონა. აქამდე მისი ცხოვრება, არც ისე მხიარული იყო, რადგან სკოლაში ბავშვები მას „მაიმუნს“ ეძახდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ სუპატრა გინესის წიგნში მოხვედრით გახარებულია, ოცნებობს ოდესმე  ნორმალური ადამიანივით იცხოვროს.

„მე მომწონს მათემატიკა, რომ გავიზრდები მინდა, სხვა ბავშვებს ვასწავლო. ვიმედოვნებ ამის გაკეთება შემეძლება“-ამბობს გოგონა.

საქმე იმაშია, რომ სუპატრა იშვიათი თანდაყოფლილი ავადმყოფობითაა დაავადებული,  ამ სინდრომს ამბრასას სინდრომი ეწოდება.

გოგონა  მსოფლიოში 50 ადამიანს შორის,ერთ-ერთია, რომელიც ამ საშინელ გენეტიკურ  აღრევას განიცდის. თმები, რომელიც მის სხეულზეა ლაზერითაც არ სცილდება, პირიქით ის, უფრო და უფრო, გრძელი და სქელი ხდება. გოგონას დედა ბეწვს, მხოლოდ სახეზე აშორებს, რადგან თმებმა მხედველობის დაკარგვა არ გამოიწვიოს.