ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტროში ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული და ამას პროკურატურა გამოიკვლევს

ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტროში ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული და ამას პროკურატურა გამოიკვლევს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული.

შესაბამსიად მისი თქმით,  თუ სად იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარი,  ამას პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ.

აღნიშნულის შესახებ, ხადურმა  საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„დღეისათვის ხაზინის ანგარიშზეა 260 მილიონი ლარი. გუშინ 33 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა, რაც კარგი მაჩვენებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული. რაში იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარი,  ამას პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ“,- განაცხადა ხადურმა.