ამერიკა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით,ამერიკა კმაყოფილია საქართველოში არსებული ფინანსური სტაბილურობით და იგი მის მხარდაჭერას გარამავალ პერიოდში გააგრძელებს. გარდამავალ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას მხარს უჭერს, გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას, კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესით", - აღნიშნა ელჩმა საქართველოს ფინანსთა მინსიტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრის შემდეგ.

ნორლანდის განცხადებითვე,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს,  ათასწლეულის პროგრამაა. 
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეები საქათველოში ათასწლეულის პროგრამისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობაზე მსჯელობდნენ. საუბარი შეეხებოდა ასევე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების პერსპექტივებს.