აჭარის ახალი მთავრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

აჭარის ახალი მთავრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ აჭარის ახალი მთავრობის კანდიდატები დაასახელა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი თავართქილაძეა,  თავართქილაძე ამჟამად ‘’ვითიბი’’ ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორია.

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი - ნუგზარ სურმანიძე.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი  გია თავამაიშვილია, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა.

 სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად ფერმერთა სახლის მეპატრონე ზაურ ფუტკარაძე დასახელდა.

არჩილ ხაბაძე  მთავრობის ახალ  შემადგენლობას ხვალ, აჭარის უმაღლეს საბჭოს  წარუდგენს. უმაღლესი საბჭო მინისტრობის კანდიდატებს სავარაუდოდ, 1 ნოემბერს დაამტკიცებს.

შეგახსენებთ არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს.

 უმაღლესი საბჭოს  სხდომაზე ხაბაძის კანდიდატურას 13 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. მათგან 13 კოალიცია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო რვა - უმცირესობაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობას“.