ბინ ლადენი ობამას აფინანსებს

ბინ ლადენი ობამას აფინანსებს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო შტაბში შემოწირულობა მივიდა, რომელიც გარდაცვლილ ტერორისტს უსამა ბინ ლადენს ეკუთვნის. სინამდვილეში ანგარიში საიტ WorldNetDaily-ის ჟურნალისტებმა, პაკისტანური სერვერიდან გადარიცხეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ ობამა შემოწირულობებს კანონდარღვევით იღებს.

პირველად ჟურნალისტებმა პაკისტანის IP სერვერიდან 15 დოლარი გააგზავნეს და გამგზავნის მისამართად ქალაქი აბოტაბადი დაასახელეს,სადაც ბინ ლადენი მოკლეს.  შემომწირველის ვინაობის გრაფაში კი ბუნებრივია, უსამა ბინ ლადენი ჩაწერეს.  გრაფაში საქმიანობა, ჟურნალისტებმა ჩაწერეს -ტერორისტების გარდაცვლილი ლიდერი, ხოლო სამუშაო ადგილად „ალ -ქაიდა“ დაასახელეს.

მეორე დღეს ჟურნალისტებმა ობამას მისამართზე იგივე სერვერიდან კიდევ 5 დოლარი გააგზავნეს.

 WorldNetDaily-ის ჟურნალისტების განცხადებით, ობამას შემოწირულობების საიტი ვერ ადგენს გამგზავნის მისამართს. ისინი აცხადებენ, რომ ობამასთვის არაკანონიერი შემოწირულობების შესახებ მასალებს ფსბ-სა და საარჩევნო კომისიას გადაუგზავნიან.