დავითოღლუ ლავროვის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს

დავითოღლუ ლავროვის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს

თურქული გამოცემის Hurriyet-ის ინფორმაციით,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ დღეს კატეგორიულად უარყო რუსეთის წინადადება სირიის ხელისუფლებასთან დიალოგი გაემართა.

„არანაირი აზრი არ აქვს სირიის რეჟიმთან საუბარს, რომელიც საკუთარ ხალხს ანადგურებს. მითუმეტეს ამის გაკეთება არ ღირს მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავითოთლუს განცხადებით, დიალოგი „არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციად შეიძლება იქცეს, რეჟიმისა, რომელიც ძალადობას განაგრძობს“. 

სერგეი ლავროვმა დღეს დასავლეთს, აგრეთვე „აღმოსავლელ მოთამაშეებს“, მათ შორის თურქეთს  მოუწოდა, დაეწყოთ სირიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, რათა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვონ.