რუსები პოლონელი ექსპერტების დასკვნას „ბოდვას“ უწოდებენ

რუსები პოლონელი ექსპერტების დასკვნას „ბოდვას“ უწოდებენ

რუსი მფრინავი მაგომედ ტოლბოევი პოლონელი ექსპერტების შედეგებს-ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალის შესახებ, „ბოდვას უწოდებს“.

„პოლონეთმა არაადეკვატურობა გამოავლინა. რუსეთთან პრეტენზიები ზედმეტია. დანაშაული  ფრენის არაორგანიზებულობაშია“,-აცხადება ტოლბოევი.

პოლონური გაზეთის Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის სალონში, ლეხ კაჩინსკის და სხვა მთავრობის წევრების სავარძლებზე ტროტილის და ნიტროგლიცერინის კვალია აღმოჩენილი.  ეს ინფორმაცია გამოცემასთან პოლონეთის პროკურორმა ანჯეი სერემეტმაც დაადასტურა.