ავღანეთში  ალიანსის ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში ალიანსის ორი ჯარისკაცი მოკლეს

ნატო-ს ორი ჯარისკაცი ავღანელი პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა პიროვნებამ მოკლა. საერთაშორისო  უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში მოხდა.

 2012 წლის დასაწყისიდან,  ISAF-ის პროგრამაში მონაწილე 53 ჯარისკაცზე მეტია გარდაცვლილი ავღანელი ჯარისკაცების ან მათ ფორმაში გადაცმული ტერორისტული დაჯგუფების წევრების მიერ.

ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ნატოს ჯარისკაცებზე „კემპ ბასტიონის“ თავდასხმა გახლდათ. სამხედრო ბანაკში სამსახურს  ბრიტანეთის პრინცი ჰარი გადიოდა. მაშინ ორი ამერიკელი მეზღვაური დაიღუპა , განადგურდა ექვსი სამხედრო ვეტმფრენი.