ირაკლი ღარიბაშვილი თავის მოადგილეებს დღეს დაასახელებს

ირაკლი ღარიბაშვილი თავის მოადგილეებს დღეს დაასახელებს

შინაგან საქმეთა მინისტრი თავის მოადგილეებს საზოგადოებას დღეს წარუდგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი  შს სამინისტროში პრესკონფერენციას  18:00 საათზე გამართავს.

არსებული ინფორმაციით, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას, „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ლევან იზორია დაიკავებს.

რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.