საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტს მარი ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტს მარი ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს მარი ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს.

მარი ნარჩემაშვილი „ქართული ოცნების" პრეს-სამსახურში მუშაობდა, საიდანაც საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ის სამინისტროში პრეს-სამსახურში წაიყვანა. მანამდე კი ის რადიო "იმედის" ჟურნალისტი იყო.

ცნობისთვის, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის პერიოდში ია მახარაშვილი იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლად დაინიშნა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას ირაკლი ვეკუა ასრულებდა.