პოლონეთის პროკურატურა ადასტურებს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებებია აღმოჩენილი

პოლონეთის პროკურატურა ადასტურებს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებებია აღმოჩენილი

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და პოლონეთის მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობით ავიაკატასტროფაში დაღუპვასთან დაკავშირებით, პრესაში ახალი ინფორმაციები ჩნდება. პოლონური გაზეთის Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის სალონში, ლეხ კაჩინსკის და სხვა მთავრობის წევრების სავარძლებზე ტროტილის და ნიტროგლიცერინის კვალია აღმოჩენილი.  ეს ინფორმაცია გამოცემასთან პოლონეთის პროკურორმა ანჯეი სერემეტმაც დაადასტურა.

განმეორებითი ექსპერტიზა პოლონელმა ექსპერტებმა ერთი თვის წინ ჩაატარეს.ისინი არ დააკმაყოფილა რუსი ექსპერტების მიერ მიღებულმა შედეგებმა. პოლონეთის მხარეს ჯერ ვარაუდები არ გამოუთქვამს, საიდან აღმოჩნდა თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმ ასაფეთქებელი ნივთიერებების ნარჩენია, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს სმოლენსკის ტერიტორიაზე დარჩა და თვითმფრინავის კატასტროფის დროს ამოქმედდა.

 გენპროკურატურის განცხადებით, საბოლოო დასკვანს პროკურატურა მალე დადებს.

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Ту-154-მა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის ხელისუფლების თითქმის სრული შემადგენლობა იჯდა.