„დემოკრატიული მოძრაობა“ ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს

„დემოკრატიული მოძრაობა“  ამერიკაში  მიმდინარე სტიქიური უბედურების გამო ამერიკელ ხალხს  თანადგომას  უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარე სტიქიური უბედურების გამო და თანადგომას უცხადებს ამერიკელ ხალხს.

ჩვენ ვუსამძიმრებთ ქარიშხალ სინდის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიუხედავად იმისა, რომ სტიქია ამ წუთებშიც მძვინვარებს, იმედს გამოვთქვამთ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი აღარ გაიზრდება.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ასევე თანადგომას უცხადებს სტიქიის ზონაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მაქსიმალურ  სიფრთხილეს გამოიჩენენ ამ სტიქიური უბედურების ჟამს, შეასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“,- ნათქვამია დემორატიული მოძრაობის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.