დაღესტანში იმამი და მისი ოჯახის წევრები მოკლეს

დაღესტანში იმამი და მისი ოჯახის წევრები მოკლეს

დაღესტანში, დერბენტის მეჩეთის იმამი და მისი ოჯახის წევრები-მამა და ძმა მოკლეს. ამ ინფორმაციას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებენ.

დერბენტის იმამს კალიმულ იბრაგიმოვს  და მისი ოჯახის წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც  ისინი დილის ლოცვაზე მიდიოდნენ. უცნობმა პირმა მათ ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მიიმალა, სამი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში სასულიერო პირებზე თავდასხმები გახშირდა. განსაკუთრებით, ეს მაშინ ხდება,როდესაც მეჩეთებში ლოცვები მიმდინარეობს.

დაღესტანის სამართალდამცავების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.