აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არჩილ ხაბაძის კანდიდატურას დღეს ოფიციალურად დაამტკიცებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არჩილ ხაბაძის კანდიდატურას დღეს ოფიციალურად დაამტკიცებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც მთავრობის ახალი თავმჯდომარე ოფიციალურად დამტკიცდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ხაბაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გუშინ წარმოადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  მიმართა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ არჩილ ხაბაძის კანდიდატურას”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში.

ცნობისთვის, არჩილ ხაბაძე „ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა.