Radio Popular-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში დაწვეს

Radio Popular-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში დაწვეს

 ბოლივიაში, ქალაქ იაკუიბაში,  Radio Popular-ის ეთერში ოთხი უცნობი ნიღბიანი შეიჭრა.  რადიოში პირდაპირი გადაცემა ჟურნალისტ ფერნანდო ვიდალის მიჰყავდა. უცნობებმა ჟურნალისტს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ვიდალი და ხმის რეჟისორი კარენ ანზა მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს . მათ დამწვარი აქვთ სახე, მკერდი და ხელები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ბოლივიის საზღვრისპირა რაიონებში არსებული კონტრბანდის შესახებ საუბრობდა.

Radio Popular-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია,რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივებით იყო გამოწვეული. ჟურნალისტი ცნობილია იმით, რომ ის ხშირად გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით.