ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო ქარიშხალ „სენდის“ შემდეგ

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო ქარიშხალ „სენდის“ შემდეგ

 New York Times -ის ინფორმაციით, ქარიშხალმა „სენდიმ“ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ზიანი მიაყენა.  ამერიკასა და კანადაში დაიღუპა 10 ადამიანი, თუმცა მონაცემები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ყოველ წუთას იცვლება. 

დატბორილია ნიუ-იორკი,  მეტროსადგურებში წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია.  ელექტროენერგიის გარეშე 6 მილიონი ადამიანია დარჩენილი.აფეთქება მოხდა ერთ-ერთ ელექტროსადგურზე, სადაც 17 მუშაა ჩარჩენილი, რომლებიც შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ..

ნიუ-იორკის უნივერსიტეტი იძულებული გახდა, ჰოსპიტლიდან უმძიმესი 215 პაციენტის ევაკუირება მოეხდინა და ისინი გენერატორებზე მიერთებინათ.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა  და განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურები მობილიზებულია, რათა მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ.

ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგი მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და სთხოვს, ექსტრემალური მდგომარეობის გარდა, ნუ გადატვირთავენ სამაშველო სამსახურებს.

„ევაკუაციის დრო გავიდა. ქუჩაში არ გამოხვიდეთ, არსებობს საფრთხის დიდი საშიშროება.დარჩით სახლში. ვიმეორებ-დარჩით იქ, სადაც ხართ და გარეთ არ გამოხვიდეთ“,-აცხადებს ნიუ-იორკის მერი.

ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია ვირჯინიაში, ნიუჯერსისა და ტენესის შტატებშიც.