დღეს, საპატიმროს 38 პატიმარი დატოვებს

დღეს, საპატიმროს 38 პატიმარი დატოვებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  დღეს კიდევ 38 პატიმარი დატოვებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 32 პატიმარი გათავისუფლდება,  ამასთან, 2 პატიმარი  ქსნის ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას დატოვებს.

პატიმრები სხვა დაწესებულებებსაც დატოვებენ. სამინისტროს ინფორმაციით,  პატიმრები დღის მეორე ნახევრიდან გათავისუფლდებიან.