გიორგი ბარამიძე: ესენი ისევ აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას  და ჩვენ გვაგინებენ

გიორგი ბარამიძე: ესენი ისევ აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას და ჩვენ გვაგინებენ

საპარლამენტო უმცირესობის  ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ქვეყნის აშენება არც ისე იოლია, როგორც ახალ ხელისუფლებას ჰგონია. ახალი ხელისუფლების წევრებს კი ურჩევს, რომ „ნაციონალების“ გინებას თავი დაანებონ, რადგან გინებით საქმე არ გაკეთდება და ხალხის ოცნებების ასრულება დაიწყონ. 

„ესენი რომ ჰპირდებიან ტარიფების და საწვავის ფასების შემცირებას,  ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა, როდის იქნება ეს? ჩვენ ჩვენ თავს არ ვმტრობდით და შესაბამისად არც ამ ახალ მთავრობას არ ვმტრობთ, როცა ვეკითხებით, გააგებინეთ ხალხს როგორ და როდის აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას. ამაში რა არის ცუდი? გააკეთონ, ჩვენც ეს გვინდა.  დემოკრატია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ხმა ჩაიკმინდოს და კითხვაც აღარ დასვას? ესენი ისევ აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას  და ჩვენ გვაგინებენ, ჩვენს გინებას და ლანძღვას რა აზრი აქვს? ჩვენ ხალხმა მოგვიჩინა ჩვენი ადგილი უმცირესობაში და გადაულოცა ხელისუფლება მათ, ჩვენი გინებით საქმე არ გაკეთდება“,-აცხადებს ბარამიძე commersant.ge-სთან საუბრისას.