„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლებას თხოვნით მიმართავს

„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლებას თხოვნით მიმართავს

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო" ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, პარტიამ საქართველოს პარლამენტს მიმართვა გაუგზავნა.

როგორც პარტიის „თავისუფალი საქართველოს“კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, როგორც დანარჩენ საქართველოში, ისე კახეთში, ადამიანები ფასდებოდნენ მმართველი რეჟიმის მიერ, როგორც მისაღებ და მოსაცილებელ ინდივიდებად.

მისი თქმით, სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვში მოხვდნენ ერთის მხრივ ბიზმესმენი ლუკა რამაზაშვილი,რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის და მეორეს მხრივ იმჟამინდელი გამგებელი გიორგი მამაცაშვილი, რომელიც გახლავთ ავტოკრატი მმართველის ერთერთი ფავორიტი  და დავალებების კარგი შემსრულებელი.

„2006 წელს, სწორედ იმჟამინდელი გამგებლის გიორგი მამაცაშვილის მიერ დაიგეგმა და შემდეგ პროკურატურის მიერ სისრულეში მოვიდა თავისუფალი ბიზმემსმენის ლუკა რამაზაშვილის თავისუფლების აღკვეთა. საქმე, რომელიც პროკურატურამ შეთითხნა, მამაცაშვილის დავალებით იმდენად უსუსური და უარგუმენტოა, რომ დაკავების დღიდანვე საქართველოში მოქმედმა პარტიებმა და მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნა თავისუფალი ბიზმემსმენის მიმართ“, - განაცხადა მოსიაშილმა.

მოსიაშვილის განმარტებითვე,  მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას გაუჩნდა იმედი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან,რომ დღეს უკვე შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენა, მოგმართავთ თხოვნით, კანონის შესაბამისად  ერთის მხრივ მოხდეს პოლიტპატიმარ ლუკა რამაზაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეწყვეტის საკითხის დასმა და მეორეს მხრივ პარლამენტთან არსებული კომისია დაინტერესდეს იმჟამინდელი გამგებლის გიორგი მამაცაშვილის არაკანონიერი ქმედებებით, რომლის საქმიანობას უკავშირდება რამოდენიმე ადამიანის უკანონო პატიმრობა და ასეულობით ათასი ლარის უკანონო მითვისება“ , - ნათქვამია მოსიაშვილის მიმართვაში.