რიჩარდ ნორლანდი სახელმწიფო კანცელარიაში პაატა ზაქარეიშვილს ხვდება

რიჩარდ ნორლანდი სახელმწიფო კანცელარიაში პაატა ზაქარეიშვილს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სახელმწიფო კანცელარიაში დღეს კიდევ ერთხელ მივიდა, სადაც ამ წუთებში ამჯერად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ახალმა მთავრობა მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგა.ამიტომ მისი განმარტებით, ბუნებრივი პროცესია საელჩოსთვის, რომ მინისტრებს გაეცნონ.

ამერიკის ელჩის განცხადებით, დღეს ის შეხვდა განათლების მინისტრსაც.

„ახლა კი ვხვდები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს და ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ნორლანდმა და აღნიშნა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს აღარ გააკეთებს.

ასევე მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს მთელი რიგი პროგრამები, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვა სააგენტოების მეშვეობით, რითაც სამინისტროებს ერთგვარად ეხმარება.