ნინო გობრონიძე: პატიმართა გათავისუფლების საკითხი შესაბამის კომისიას აქამდეც უნდა განეხილა

ნინო გობრონიძე: პატიმართა გათავისუფლების საკითხი შესაბამის კომისიას აქამდეც უნდა განეხილა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლის, ნინო გობრონიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმართა მასობრივი გათავისუფლება და იმ მექანიზმების ამოქმედება, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას გულისხმობდა, შესაბამის კომისიას აქამდეც უნდა განეხილა.

გობრონიძის თქმით, ციხეების გადატვირთულობა პენიტენციალური  სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც დღესდღეისობით  არსებობს.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ისეთი მექანიზმები,  როგორიც   პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  მსჯავრდებულთა გათავისუფლებაა რეალურად უნდა ამოქმედებულიყო. სამწუხაროდ,  ჩვენს რეალობაში,  ეს მექანიზმები არ მუშაობდა.  იგივე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი საკმაოდ ხარვეზიანი იყო  და ძირითადად,  ყოველთვის პატიმართა გასტუმრება უარყოფითი პასუხებით ხდებოდა. რაც შეეხება,  მსჯავრდებულთა გათავისუფლებას,  ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ეს საკითხი შესაბამის კომისიას აქამდეც უნდა განეხილა, რომელიც ფაქტიურად არ მუშაობდა. შესაბამისად,  ცალსახაა,  ეს მექანიზმები  უნდა  ამოქმედდეს და გადატვირთულობა უნდა მოიხსნას“, - განაცხადა  გობრონიძემ.