განათლების მინისტრის მოადგილეები დავით ზურაბიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი და თამარ სანიკიძე იქნებიან

განათლების მინისტრის მოადგილეები დავით ზურაბიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი და თამარ სანიკიძე იქნებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, თამარ სანიკიძე და დავით ზურაბიშვილი იქნებიან.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ძველ მოადგილეებს, მინისტრის განცხადებით, ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე არავინ დარჩება.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ვაკანტურია კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობა.