ბიძინა ივანიშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გასაღრმავებლად  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-სთან ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მისალოცი წერილის გამოგზავნისთვის მადლობას უხდის.

ივანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ობამამ  არჩევნების პროცესში მოიცალა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ  ჩვენს ყველაზე დიდ და საინტერესო მეგობართან  მომავალში ურთიერთობები გავარღმაოთ.

„აშშ დიდ  ყურადღებას აქცევს ჩვენს ქვეყანას.  დიდი მადლობა პრეზიდენტ ობამას,  დიდი მადლობა,  უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი დიდი ყურადღებისთვის.  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ  ჩვენს ყველაზე დიდ და საინტერესო მეგობართან  მომავალში ურთიერთობები გავაღრმავოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.