კახა კალაძე: ენერგეტიკის სამინისტროში ფინანსური კუთხით გარღვევები არ არის

კახა კალაძე: ენერგეტიკის სამინისტროში ფინანსური კუთხით გარღვევები არ არის

"ენერგეტიკის სამინისტროში ფინანსური კუთხით გარღვევები არ არის“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე და ზოგადად ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციაზე დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრაზე აპირებს საუბარს.

„პრემიერ-მინისტრს უნდა წარვუდგინო ბიუჯეტი, რომელიც დამხვდა, ასევე მინდა ვესაუბრო ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება ეს სისტემა ზამთრისთვის. ფინანსური კუთხით უნდა აღვნიშნო რომ ნორმალური სიტუაცია დამხვდა, რაიმე გარღვევებს, წინასწარი ინფორმაციით , ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ფინანსურ სიტუაციასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა. თუმცა მისივე თქმით,  გარე აუდიტის ჩატარებაც აუცილებელია.