დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დავით შერვაშიძე წარადგინა

დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დავით შერვაშიძე წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ თავის მოადგილედ დავით შერვაშიძე წარმოადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კირვალიძემ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ მოადგილეს, კირვალიძის თქმით, მათი საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

„კადრების ცვლილება ჩემი თვითმიზანი არ არის. მართალია, გარკვეული ცვლილებები გატარდა. მაგრამ ჩემი სამინისტროში მოსვლა არ ნიშნავს, რომ ყველა კადრი დეპარტამენტების მთლიან შემადგენლობას გავეცნობი და რეორგანიზაცია თუ საჭირო იქნება, განხორციელდება", - განაცხადა კირვალიძემ.