სოზარ სუბარმა  სასჯელაღსრულების ხუთი დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების ხუთი დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  სასჯელაღსრულების ხუთი დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა, მისივე თქმით,  დაწესებულებების ბევრი ხელმძღვანელი სისტემაში დარჩება.

სუბარის თქმით, შესაძლა კიდევ 1-2 ციხის დირექტორი შეიცვალოს.

ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ გიორგი ტუღუში მინისტრობის დროს ციხის ძველი დირექტორებიდან ყველა დათხოვილია.

რაც შეეხება მის მოადგილეების დამტკიცებას, სუბარის განცხადებით, მისი მოადგილეების დამტკიცება დღეს ან ხვალ იგეგმება.

სოზარ სუბარის მოადგილეები გიგა გიორგაძე, სოფო ჯაფარიძე,  ირაკლი წერეთელი იქნებიან.