არჩილ კბილაშვილი  მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცებულია

არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცებულია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილი დაამტკიცა. წულუკიანის თქმით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტს არჩილ კბილაშვილი რამდენიმე დღის წინა წარუდგინეს.

„დღეს დილით მითხრეს,  რომ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა“, - განაცხადა წულუკიანმა.